воскресенье, 28 апреля 2013 г.

რატომ არ ვითარდება საქართველოში სამედიცინო ტურიზმი?

დეკემბრის შუა რიცხვებიდან ტურისტული კომპანია „ენ ტური“ მომხმარებელს ახალ ტურისტულ პაკეტს - სამედიცინო ტურიზმს შესთავაზებს. კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი შენგელიას განცხადებით, თურქეთის ჯანდაცვის ტურიზმის კორპორაციასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. მისი თქმით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სამედიცინო მომსახურება თურქეთის 40–მდე ცნობილ კლინიკაში მიიღონ. „ენ ტური“ მომსახურეობის სრულ პაკეტს უზრუნველყოფს, ავიაბილეთებისა და კლინიკაში მიღების დაგეგმვის ჩათვლით. გიორგი შენგელიას განმარტებით, ამ პაკეტით დაინტერესებული მომხმარებლისათვის შეღავათები არა მარტო ავიაბილეთების ფასზე იმოქმედებს, არამედ ისინი კონტრაქტორი თურქული კლინიკების ფასდაკლებითაც ისარგებლებენ.
ტურიზმის ექსპერტთა ნაწილი „ენ ტურის“ ახალ პროდუქტს დადებითად აფასებს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის მარინა მეტრეველის განცხადებით, მსოფლიოში სამკურნალო ტურიზმი ძალზე პოპულარული დარგია და საქართველოში მისი განვითარება აუცილებელია. თუმცა, მისი თქმით, კარგი იქნებოდა ქართულ ტურისტულ კომპანიებს არა მარტო გაყვანაზე, არამედ ამ მიმართულებით ტურისტების შემოყვანაზეც რომ ეფიქრათ. მარინა მეტრეველის განმარტებით, საქართველოში რამდენიმე ათეული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი და კლიმატური ზონაა, რომელზეც სწორი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემთხვევაში დიდი მოთხოვნა იქნება. ეს კი ქვეყანას პოპულარობის გარდა სერიოზულ შემოსავლებს მოუტანს. ექსპერტის თქმით, აუცილებელია ამ დარგის განვითარებაში სახელმწიფო ჩაერიოს, მოხდეს ბალნეოლოგიური კურორტების რეაბილიტაცია, რომლებიც სადღეისოდ სავალალო მდგომარეობაშია.

http://commersant.ge
2010.11.24

Комментариев нет:

Отправить комментарий